Translate

Saturday, August 30, 2014

პროექტის აღწერა

   გაკვეთილს ვიწყებთ საილუსტრაციო მაგალითების განხილვით. კერძოდ,  ქვეყნების ტერიტორიების ფართობების შედარების შესახებ, წნევის  ეფექტის  შემხები ზედაპირის ფართობზე დამოკიდებულების შესახებ. კლასში მოსწავლეები ერთად განიხილავენ ფართობის გაზომვის არსს– ეს არის ფართობის ზომის  ერთეულტან  შედარების პროცესი. ასევე მოგვყავს საილუსტრაციო მაგალითი ეზოს  კვადრატული ფილებით დაფარვის შესახებ და სათანადო ფართობის დადგენის სესახებ.
   წინასწარ ვაცხადებთ, რომ ყოველ მრავალკუთხედს აქვს ფართობი.
აქვე მოგვყავს მრუდწირული  ფიგურაც და წარმოდგენილია ის გზაც, რომლითაც ხდება  ამ პრობლემის შესწავლა. ფაქტობრივად ეს არის გზა ინტეგრალური აღრიცხვისკენ.
   მოსწავლეები ნაცნობ ფიგურათა ფორმულების გახსენებასთან ერთად ეცნობიან მათთვის სრულიად ახალ, ძალზე საყურადღებო და ზოგჯერ არც თუ მარტივ პრობლემა. იკვეთება კოორდინატთა მეთოდის გამოყენების პრსპექტივებიც.
 ზოგიერთი სპეციალისტის აზრით მზის შუით ოტახის კარგი განათებისთვის მისაღწევად ფანჯრის ფართობი იატაკის ფართობის 20% უნდა იყოს.
ამ მიზნით მოსწავლეები პოულობენ თავისი საკლასო ოთახის იატაკისა და ფანჯრების ფართობებს.  დაცულია თუ არა საკლასო ოთახში ზემოთ აღწერილი თანაფარდობა?
 რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენი სკოლის სხვა საკლასო ოთახებში, სპორტ დარბაზში?

პროექტის მიზანი

          მოსწავლეები უკეთ დაეუფლებიან ერტ–ერთ ყველაზე აქტიურ საკითხს (თავისი ტეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობით). გაეცნონ პრაქტიკულ საკითხებს, რომელტა გადაჭრა საკმაო სირთულეებტანაც არის ხოლმე  დაკავშირებული– ინტეგრალური აღრიცხვის მოტივაცია ფართობის დადგენის ამოცანებტანაც იყო დაკავშირებული.
          გავიხსენებთ ზოგიერთ ცნობილ  ფორმულას და მოვემზადებით სხვა, საინტერესო ფორმულების მისაღებად.

Thursday, July 3, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები
1.რატომ უნდა გამოვთვალოთ ფართობი?


თემატური კითხვები

1.არის თუ არა ტოლი მრავალკუთხედების ფართობები ტოლი?
2.რისი ტოლია იმ მრავალკუთხედის ფართობი, რომელიც არაგადამკვეთი მრავლკუთხედებისგან შედგება?


შინაარსობრივი კითხვები
1.რა გზით აჯობებს ფიგურის ფართობის დათვლა?
2.რისი ტოლია რაიმე ფიგურის ფართობი?



პროექტის მოკლე აღწერა

ფართობის შესახებ მოსწავლეებში არსებული წარმოდგენებისგაღმავება. ზოგიერთი მრავალკუთხედის ფართობის დადგენის მოსამზადებელი ეტაპის შექმნა. სხვადასხვა თვალსაჩინო მაგალითებით მოსწავლეებთან საკითხის აქტუალურობის წარმოჩენა, პირველი საყურადღებო შედეგების მიღება. ფართობის ცნების არსზე წარმოდგენის შემდგომი გაფართოება– გაღმავება.

მესამე დღის რეფლექსია

დავამუშავეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Friday, June 27, 2014

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ პროექტის თემების და იდეების გაზიარებით და ვისწავლეთ ბროშურის შექმნა

ტრენინგის პირველი დღე


     გავეცანით ტრენინგის მიზნებს.გავერკვიეთ,თუ რას გავაკეთებთ ამ 8 მოდულის გავლისას. შევქმენით პორტფოლიო, გავამზადეთ საქაღალდეები  წინასწარ, სადაც შემდეგში მასალების განთავსებას მოვახდენთ. დავიწყეთ პროექტის  გეგმის შედგენა. მოვიფიქრეთ და განვიხილეთ ჩვენი იდეები,შემდეგ დავიწყეთ გეგმის შაბლონის შევსება.